მკურნალობა უცხოეთში


პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარე ქოლინორეცეპტორები (ნ-ქოლინორეცეპტორები) ძირითადად ლოკალიზებულია ჩონჩხის კუნთოვანი სისტემის, ვეგეტაციური ნერვული კვანძების (განგლიების), თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ფენის და ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი ნეირონთშუა კონტაქტების სინოკაროტიდული ზონების პოსტსინაფსურ მემბრანებზე. ნ-ქოლინომაბლოკირებელ საშუალებებს შესწევთ უნარი, მოახდინონ რეცეპტორების ეკრანირება და ხელი შეუშალონ აცეტილქოლინით მათ აგზნებას. ამით შეიძლება მოხდეს შესაბამისი ნერვებიდან განივზოლიან კუნთზე, თირკმელზედა ჯირკვალზე, კაროტიდულ სინუსებზე, ნეირონიდან ნეირონზე პრეგანგლიონარულიდან პოსტგანგლიონარულ ვეგეტაციურ ბოჭკოებზე იმპულსაციის გადაცემის ბლოკირება. განგლიობლოკატორების ზემოქმედების ქვეშ ვეგეტაციური ნერვული კვანძები ნაკლებმგრძნობიარენი ხდებიან არა მარტო ენდოგენური აცეტილქინოლინის მიმართ, არამედ სხვადასხვა ეგზოგენური ქოლინერგიული გამაღიზიანებლების (ნიკოტინი, ლობელინი, ციტიზინი და სხვა) მიმართაც. ხდება სიმპათიკური და პარასიმპათიკური კვანძების ბლოკირება, მაგრამ სხვადასხვა პრეპარატებისთვის სხვადასხვა თანმომდევრობით და სხვადასხვა სიძლიერით. განგლიებში ნერვული იმპულსების გატარების შეწყვეტით განგლიობლოკატორები ცვლიან ვეგეტაციური ინერვაციით აღჭურვილი ორგანოების ფუნქციებს. ამ დროს ხდება არტერიული წნევის დაქვეითება, მცირდება სისხლძარღვებზე მათი შემავიწროებელი იმპულსების მიწოდება და ფართოვდება პერიფერიული სისხლძარღვოვანი არხი, პირველ რიგში არტერიოლები, მცირდება სეკრეცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკა. თავიდან განგლიობლოკატორებს (ჰექსამეთონიუმის ბენზოლსულფონატი, აზამეტონიუმის ბრომიდი და სხვა) შედარებით ფართოდ იყენებდნენ ჰიპერტონიული დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და სხვათა სამკურნალოდ. მაგრამ, ვინაიდან ეს პრეპარატები იწვევენ მთელ რიგ გვერდით მოვლენებს და ამასთან, შეიქმნა მრავალი ახალი უფრო ეფექტური სამკურნალო საშუალება, სადღეისოდ განგლიობლოკატორებს შეზღუდულად იყენებენ. ხანდახან მათ იყენებენ ჰიპერტონული კრიზების კუპირებისთვის და წყლულოვანი დაავადების კომპლექსური თერაპიისათვის.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Comments are closed.

nostalgia

vaka