ანალეფსიური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ანალეფსიური საშუალებები წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორებს, რომლებიც მოქმედებენ სუნთქვის ცენტრზე. მათი თერაპიუული დოზები ჩვეულებრივად უახლოვდებიან კრუნჩხვის დოზებს, რაც საგრძნობლად ზღუდავს მათ გამოყენებას. ანალეფსიური საშუალებები გამოიყენება მწვავედ მიმდინარე სუნთქვითი უკმარობის კუპირებისათვის. ამ საშუალებათ გამოყენების ჩვენებებია: ა) ჰიპერკაპნიით, ძილიანობით, დახველების უნარის დაკარგვით მიმდინარე ფილტვების ქრონიკული დაავადებების გამწვავება (დროებითი ღონისძიებაა, რომელიც ტრაქეის ინტუბაციის თავის არიდებისა და ინფექციის ქიმიოთრაპიისათვის დროის მოგების საშუალებას იძლევა); ბ) ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებში ჟანგბადის დიდი კონცენტრაციებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვა; გ) დღე-ნაკლულ ახალშობილებში სუნთქვის შეჩერება. უნდა მოვერიდოთ ანალეფსიური საშუალებების დანიშვნას ეპილეფსიით დაავადებულთათვის, ვინაიდან მაღალია კრუნჩხვების განვითარების საშიშროება, ასევე სიფრთხილეა საჭირო გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ანალეფსიური საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ჰიპოქსემია ვითარდება ჰიპერკაპნიის გარეშე, ნევროლოგიური დაავადებების და კუნთოვანი სისტემის პათოლოგიის, წამლების დოზის გადაჭარბების დროს. გამაღიზიანებელი თვისებების მქონე აქროლადი ნივთიერებები (მაგალითად, ნიშადურის სპირტი) ინჰალაციისას ავლენენ ანალეფსიური საშუალებების თვისებებს და გამოიყენება გულყრების დროს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები