სედაციური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სედაციური საშუალებები (sedativa; sedativus დამამშვიდებელი) _ სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენენ დამამშვიდებელ მოქმედებას ცნს-ზე მისი ფუნქციების შესამჩნევი ცვლილებების გარეშე. აღნიშნული პრეპარატები წარმოადგენენ დამამშვიდებელი, ფსიქოტროპული საშუალებების ქვეჯგუფს. სამედიცინო პრაქტიკაში მათი გამოყენება, ძირითადად, ხდება ნევროზული მდგომარეობების დროს.
ტრანკვილიზატორებთან შედარებით, სედაციურ საშუალებებს უფრო ნაკლებად აქვთ გამოხატული ფსიქოსედაციური მოქმედება, არ გააჩნიათ ჰიპნოზური და მიორელაქსაციური თვისებები, არ იწვევენ ატაქსიებს. სედაციური საშუალებების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, მათ მიმართ ფსიქიკური მედიკამენტური დამოკიდებულება არ ვითარდება.
სედაციური საშუალებებს, სამკურნალო დოზებით გამოყენების შემთხვევაში, არ გააჩნიათ საძილე მოქმედება. თუმცა, ახდენენ რა დამამშვიდებელ გავლენას ცნს-ზე, მათ შესაძლოა ხელი შეუწყონ ძილის დადგომას და გაღრმავებას.
არსებობენ მცენარეული და სინთეზური წარმოშობის სედაციური საშუალებები.
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალებებიდან ფართოდ გამოიყენება სამკურნალო ვალერიანის და მოქმედებით მისი მსგავსი пустырник-ის პრეპარატები _ ხუთფურცლიანი пустырник-ის (Leonurus quinquelobatos Gilib.) და ჩვეულებრივი ანუ საგულე пустырник-ის (Leonurus cardiaca L.) ბალახის ნაყენი და ექსტრაქტი. გამოხატული სედაციური მოქმედება გააჩნიათ შუალედურ პატრინიას ანუ ქვის ვალერიანის (Patrinia intermedia Retsch.) პრეპარატებს (ნაყენებს) Valerianaceae ოჯახიდან. ინკარნატული პასიფლორას (Passiflora incarnata) ნაყენს და ექსტრაქტს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელ ეფექტი და ახასიათებთ კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, სედაციური საშუალების სახით გამოიყენება გადახრილი პიონის (Paeonia anomala L.) ნაყენი.
ჩვეულებრივი სვია (Humulus lupulus L.), ადრე ასევე ითვლებოდა დამამშვიდებელ საშუალებად, ამასთან, სედაციურ ეფექტს მიაწერდნენ სვიის გირჩებში და ჯირკვლებში (Galnduli lupuli) შემავალ მწარე ნივთიერებებს _ ჰუმოლონს და ლუპულონს. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერებები დამამშვიდებლად მოქმედებენ მხოლოდ ცივსისხლიან ცხოველებზე (ბაყაყებზე), ხოლო ძუძუმწოვრებზე და ადამიანებზე ისინი საერთოდ არ მოქმედებენ. მიუხედავად ამისა, სვიიხ პრეპარატებს (ნაყენებს, ექსტრაქტებს), ზოგჯერ უმატებენ სხვადასხვა კომბინირებულ, სედაციურ საშუალებებს.
სედაციური მოქმედება გააჩნიათ რიგ მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ საგულე გლიკოზიდებს, განსაკუთრებით გაზაფხულის ადონისს ანუ ÷åðíîãîðêà – ს. არსებული ექპერიმენტული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, სედაციური მოქმედება გააჩნიათ საგულე გლიკოზიდების აგლიკონებს _ სტროფანტიდინს, ერიზიმიდინს. ასევე სუსტი სედაციური მოქმედება გააჩნია მენთოლს, რომელიც წარმოადგენს ბაღის პიტნის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
სინთეზური წარმოშობის სედაციურ საშუალებებს მიეკუთვნებიან ბრომიდები და ზოგიერთი სხვა პრეპარატები. ბრომის ნაერთებიდან, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ნატრიუმის ბრომიდი, კალიუმის ბრომიდი და ბრომკამფორი. ი.პ. პავლოვმა დაამტკიცა, რომ ბრომიდებს გააჩნიათ მასტიმულირებელი გავლენა ცნს-ში მიმდინარე დამამუხრუჭებელ პროცესებზე.
მცირე დოზებით სედაციური მოქმედება გააჩნიათ სხვადასხვა ნეიროლეპტიკებს და საძილე საშუალებებს, მათ შორის ბარბიტურატებს, განსაკუთრებით ფენობარბიტალს, რომელიც სედაციური მიზნისთვის, ჩვეულებრივ ინიშნება მცირე დოზებით (0,01-0,03 გრ. ერთ მიღებაზე).
სედაციური საშუალების სახით, შეზღუდულად გამოიყენება ქლორბუტანოლჰიდრატი. მცირე დოზებით სედაციური მოქმედება გააჩნია აგრეთვე ქლორალჰიდრატს.
სედაციური მოქმედება ახასიათებთ რიგ ურეტანებს და ურეიდებს (შარდოვანას წარმოებულები), კერძოდ თვითონ ურეტანს _ კარბამინის მჟავას ეთილის ეთერს, აგრეთვე შარდოვანას წარმოებულებს, მაგ., ბრომიზოვალს. ამ უკანასკნელს, საკმაოდ გამოხატულ სედაციურ ეფექტთან ერთად გააჩნია სუსტად გამოხატული საძილე მოქმედებაც.
დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნიათ იმ სამკურნალო პრეპარატებსაც, რომლებიც, ჩვეულებრივ არ განიხილებიან, როგორც უშუალოდ ცნს-ზე მოქმედი საშუალებები. ასეთი პრეპარატების გამოყენებისას, სედაციური ეფექტი თან სდევს ძირითად ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. ასე მაგალითად, გამოხატული სედაციური მოქმედება შეიძლება გამოვლინდეს დიურეტიკი დიაკარბის, ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალების _ კლოფელინის, მეთილდოფას და სხ. გამოყენების დროს.
ზოგიერთ ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს, განსაკუთრებით დიმედროლს და დიპრაზინს, გააჩნიათ სედაციური და საძილე მოქმედებაც კი.
სამედიცინო პრაქტიკაში, სედაციური საშუალებების სახით გამოიყენება სხვადასხვა კომბინირებული პრეპარატებიც. კერძოდ, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ბეხტერევის მიქსტურა; კორვალოლი, რომელიც ინიშნება ნევროზების, რომლებსაც თან სდევს მომატებული გაღიზიანებადობა, კორონარული (ვენური) სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმების, აგრეთვე ტაქიკარდიის, უძილობის და სხ. დროს, 15-30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
კომბინირებულ სედაციურ საშუალებას წარმოადგენს ვალოკორმიდი (Valocormidum), რომელიც შეიცავს 10-10 მლ. ვალერიანის და შროშანას ნაყენს, 5 მლ. красавка-ს ნაყენს, 4 გრ. ნატრიუმის ბრომიდს, 0,25 გრ. მენთოლს, 30 მლ-მდე დისტილირებულ წყალს. აღნიშნული პრეპარატი ინიშნება 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
ჩეხეთში უშვებენ პრეპარატს ვალოსედანი (Valosedanum), რომლის შემადგენლობაშიც შედის 0,3 გრ. ვალერიანის ექსტრაქტი, 0,15 გრ. სვიის ზეთი, 0,83 გრ. რევანდის ექტრაქტი, 0,2 გრ. ნატრიუმის ბარბიტალი, 20 მლ. ეთილის სპირტი, 100 მლ-მდე დისტილირებული წყალი. ის გამოიყენება ნევროზების და მსგავსი მდგომარეობების დროს, თითო ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.
კომბინირებული პრეპარატი პასიტი (Passit), შეიცავს პასიფლორის, ვალერიანის, კრაზანას, კუნელის, სვიის და სხვა ნივთიერებების ექტრაქტებს, 100 მლ-მდე წყალს და სპიტრს. პასიტი ინიშნება ნევროზული დარღვევების დროს, თითო ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
ზემოთაღნიშნული კომბინირებული პრეპარატების გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სედაციური საშუალებების სხვა კომბინაციებიც, კერძოდ კომბინირებული ნაერთები ცნს-ზე მოქმედ სხვა ნივთიერებებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია სედაციური საშუალებების ან სამკურნალო პრეპარატების შესაბამისი კომბინაციების სწორი შერჩევა და ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური დოზის დადგენა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები