ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებები შეიძლება დაყოფილი იქნას შემდეგ ძირითად ჯგუფებად:

1. ფსიქომასტიმულირებელი საშუალებები, რომლებიც მასტიმულირებელ გავლენას ახდენენ თავის ტვინის ფუნქციაზე და ააქტიურებენ ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ მოქმედებას. მათ მიეკუთვნებათ პურინის წარმოებულები (კოფეინი და სხვ.), ფენილალკილამინები და ფენილალკილსიდნონიმები (ფენამინი, სიდნოკარბი და სხვ.) და სხვა პრეპარატები, რომლებიც შესაძლებელია განვიხილოთ, როგორ ფსიქომოტორული სტიმულატორები. ექსპერიმენტის პირობებში ეს პრეპარატები სწრაფად ცვლიან თავის ტვინის ფუნქციიურ მაჩვენებლებს (ააქტიურებენ ტვინის ბიოელექტრულ აქტივობას, ცვლიან პირობით რეფლექსებს და სხვ.), ზრდიან ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური მუშაობისადმი. საკურნალო მიზნებით გამოყენებისას ისინი ახდენენ შედარებით სწრაფ მასტიმულირებელ ეფექტს;

2. ანალეფსიური საშუალებები, რომლებიც პირველ რიგში აღაგზნებენ მორძო ტვინის სისხლძარღვოვან და სუნთქვის ცენტრებს. ამ ჯგუფის ძირითადი წარმომადგენლები არიან ქაფური, კორაზოლი, კორდიამინი. ანალეფსიური საშუალებების ჯგუფიდან გამოყოფენ სუნთქვითი ანალეპტიკების ჯგუფს (ციტიტონი, ლობელინი), რომელთათვისაც განსაკუთრებით დამახასიათებებლია მასტიმულირებელი გავლენა სუნთქვით ცენტრზე; 3. საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ უპირატესად ზურგის ტვინზე; ამ ჯგუფის ძირითადი წარმომადგენელია სტრიქნინი. ფსიქომასტიმულირებელ მოქმედებას ახდენენ არა მხოლოდ ზემოთ აღწერილი ჯგუფების პრეპარატები, არამედ სხვადასხვა ფსიქოტროპული პრეპარატები, როგორებიც არიან ანტიდეპრესანტები, მასტიმულირებელი კომპონენტი თანხლებით და სხვ. საკუთრივ ფსიქომასტიმულირებელი საშუალებების ძირითად მოქმედებას წარმოადგენს მათი მასტიმულირებელი ეფექტი. სხვადასხვა სახის სტიმულატორთა მოქმედების მექანიზმი სხვადახვაგვარია. არსებით როლს ასრულებს მათი ურთიერთზემოქმედება ტვინის სისტემების მედიატორებთან როგორაცაა, მასტიმულირებელი (გლუტამატი, ასპარაგატი) და დამამუხრუჭებელი (გაემ, გლიცინი) მედიატორები, ნეირომედიატორული ამინომჟავები, მონოამინერგული მედიატორები (ნორადრენალინი, დოფამინი და სხვ.) და სხვა

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები