ანტაციდური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

ანტაციდური საშუალებები ანეიტრალებენ კუჭის წვენის მარილმჟავას, ამცირებენ პეფსინის მომნელებელ (მათ შორის ილორწოვანი გარსის მიმართ) აქტივობას. ზოგიერთ ანტაციდს უნარი აქვს გამოიწვიოს მუცინის წარმოქმნა და დაიცვას ლორწოვანი გარსი დამაზიანებელი ფაქტორებისგან, ხასიათდება ადსორბირების (ალუმინის და ბისმუტის მარილები) და შემომგარსველი უნარით. დღეისათვის არსებობს მრავალი ანტაციდური პრეპარატი, რომელთა ძირითადი კომპონენტებია ალუმინის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ბისმუტის სუბნიტრატი ( ან ციტრატი) და სხვა ტუტოვანი ნივთიერებები. ადსორბირებისა და შემოგარსვის უნარი დაკავშირებულია კოლოიდური ხსნარების წარმოქმნასთან (ალუმინის ჰიდროქსიდი და სხვა), რომლებიც მექანიკურად იცავენ ლორწოვან გარსს, ხელს უშლიან მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებების გაღიზიანებას. ადსორბციის უნარის მქონე საშუალებები (გააქტივებული ნახშირი, დიმეტიკონი, პოლისორბი) შთანთქავენ გაზებს, ტოქსინებს და სხვა ნაერთებს, ამცირებენ მათ შეწოვას და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან აირთა გამოყოფას (განავალთან ერთად). ამ პრეპარატებს იყენებენ შიგნით მისაღებად – კუჭ-ნაწლავის აშლილობის (მათ შორის მეტეორიზმი), მწვავე მოწამვლის (მათ შორის საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია), ოპერაციის შემდგომ პერიოდში (ნაწლავში არსებული გაზების შებოჭვა და მუცლის შებერვის პროფილაქტიკა) და გარეგანად (ტალკი, მაგნიუმის ოქსიდი და სხვა) – კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებისას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები