ანტიანგინალური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

გულის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებების – გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის შეტევების, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვ. ძირითად მიზეზს წარმოადგენს მიოკრდიუმის სისხლმომარაგებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები.  ამიტომ ფართოდ გამოიყენება ის  სამკურნალო   საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ დაავადებათა ძირითად პათოგენეტიკურ რგოლებზე, მათ შორის რომლებიც აუმჯობესებენ კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ამცირებენ მიოკარდიუმის დატვირთვას, აქვეითებენ გულის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, აუმჯობესებენ მასში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. ეს საშუალებები ფართოდ გამოიყენება სტენოკარდიის დროს, რის გამოც  მათ ანტიანგინალური პრეპარატები ეწოდათ (სიტყვიდან angina pectoris). ამ პრეპარატთა რიცხვში შედიან ორგანული ნიტრატები, კალციუმის იონების ანტაგონისტები, ბეტ – დრენობლოკატორები და სხვა საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის ადრენერგულ ინერვაციაზე, ასევე სპაზმოლიზური საშუალებები და სხვ.
ფარმაკოლოგიური თვისებების, მოქმედების მექანიზმისა და მიღების ჩვენების მიხედვით ანტიანგინალური საშუალებები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როგორც წესი, ანტიანგინალური პრეპარატები გავლენას ახდენენ ერთდოულად სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის სხვადასხვა რგოლებზე, და მათი თერაპიული აქტივობის უზრუნველყოფა ხდება ამ პროცესებზე ერთობლივი გავლენით. ანტიანგინალური (დამატებითი) საშუალებების სახით გამოიყენება ასევე პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ჰიპოქსიისადმი ორგანიზმის ქსოვილთა საერთო მდგრადობას და აუმჯობესებენ მეტაბოლიზმის საერთო პროცესებს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები