კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მარეგულირებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარემოში თავისი “გახსნილობის”, ფუნქციათა მრავალმხრივობის (ტროფიკული, ექსკრეტორული), შემადგენელთა დიდი რიცხვის  – პირის ღრუ, საყლაპავი მილი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები, ღვიძლი და ნაღველგამომყოფი გზები, პანკრეასი, მისი მრავალრიცხოვანი გარე სეკრეტორული მოქმედების გამო მიდრეკილია პოლიმორფული დაავადებებისადმი. მათ სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების სამკურნალო საშუალებები, მათ შორის საშუალებები, რომლებიც ანაცვლებენ, ასტიმულირებენ ან ასუსტებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციას (მწარეები, ანტაციდები, ნაღველმდენი, ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორები, ცალკეული ფერმენტები ან მათი კომპლექსები და სხვა), პრეპარატები, რომლებიც ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვი მუსკულატურის, ნაღველის და პანკრეასული სადინარების მამოძრავებელ აქტივობას (ქოლინომიმეტიკები, ქოლინობლოკატორები, პირდაპირი სპაზმოლიტიკები), ღებინების გამომწვევი (მოწამვლისას) და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატები (ინფექციური დააავადებისას), ჰეპატოპროტექტორები და სხვა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები