ანგიოპროტექტორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

უკანასკნელ წლებში სხვადასხვა ანგიოპათიების მკურნალობისას ფართო გამოყენება ჰპოვეს სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც ახდენენ სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას, სისხლძარღვთა განვლადობის ნორმალიზებას, სისხლძარღვთა ქსოვილების შეშუპების შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებში მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას. აღნიშნული ტიპის ანგიოპათიებს წარმოადგენს: დიაბეტური ანგიოპათია (მათ შორის რეტინოპათიები, ნეფროპათიები, ცერებრალური და კორონალური სისხლძარღვების დაზიანებები, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაზიანებები და სხვ.), რევმატოიდური დავადებებით გამოწვეული სისხლძარღვთა განვლადობის დაზიანებები, ვენების დაავადებები, შეგუბებითა და ანთებითი მოვლენებით გამოწვეული სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანებები, ასევე ტროფიკული წყლულების, ანტიკოაგულანტების გადაჭარბებული დოზებით გამოწვეული განვლადობის დარღვევებისას და სხვ.
ანგიოპროტექტორულ (ანუ კაპილაროპროტექტორულ) მოქმედებას ახდენს P ჯგუფის ვიტამინების პრეპარატები, ასკორბინის მჟავა, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით არასტეროიდული და სხვ. ამჟამად, როგორც ეფექტური ანგიოპროტექტორული საშუალებები, გამოიყენება პრეპარატები პარმიდინი, ეტამზილატი, კალციუმის დობეზილატი, ტრიბენოზიდი, ასევე მცენარეული წარმოშობის პრეპარატები – ესკუზანი, ესფლაზიდი, რუტინის ნახევრადსინთეზური წარმოებულები – ტროქსევაზინი და სხვ.
ანგიოპროტექტორების მოქმედების მექანიზმი სხვადასხვაგვარია. გარკვეულ როლს ასრულებს ჰიალურონიდაზის აქტივობის ინჰიბირება (ლიდაზა), პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა, ანტიბრადიკინინური მოქმედება და სხვა ფაქტორები. ხშირად ანგიოპროტექტორებს რთავენ კომპლექსურ პათოგენეტიკურ თერაპიაში.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები