საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ წინამდებარე ჯირკვალში ნივთიერებათა ცვლაზე, უროდინამიკის კორექტორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

ამ ჯგუფში გაერთიანებულია საშუალებები, რომლებსაც იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს. ამ დროს გამოიყენება ჰორმონალური პრეპარატები: ანდროგენური, ესტროგენური, ანტიანდროგენური. ამ უკანასკნელი ჯგუფის პრეპარატთა ნაწილი ახდენს“უჯრედ-სამიზნეებში” , მათ შორის წინამდებარე ჯირკვალშიც, ანდროგენური რეცეპტორების ეკრანირებას (ფლუტამიდი, ციპროტერონის აცეტატი, ნილუტამიდი), სხვები აბლოკირებენ ტესტოსტერონის აქტივაციას – მის ფერმენტულ ჰიდრირებას. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის და ადენომის გაჩენის სტიმულირებას ახდენს დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც წარმოიქმნება 5-ალფა-რედუქტაზას გავლენით ტესტოსტერონის გარდაქმნისას. აქედან გამომდინარე, მის ინჰიბიტორებს შეუძლიათ შეაჩერონ წინამდებარე ჯირკვლის ზრდა და ადენომის განვითარება. ეს ნივთიერებები არ უკავშირდებიან ანდროგენურ რეცეპტორებს. ამ ჯგუფის პრეპარატებიდან ყველაზე ცნობილია ფინასტერიდი, პერმიქსონი, სერპენსი.
ქრონიკული პროსტატიტის და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია ალფა1-ადენორეცეპტორების შერჩევითი ბლოკატორები (პრაზოზინი, ალფუზოზინი, ტერაზოზინი, ტამსულოზინი და სხვა), რომლებიც აადვილებენ შარდის გამოყოფას. გამოიყენება ასევე მცენარეული წარმოშობის პრეპარატები (ტრიანოლი, ნეპონემი, ადენოსტოპი და სხვა).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები