ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები თრგუნავენ ფიბრინოლიზს, რასაც აღწევენ პლაზმინოგენმააქტივირებელი ფერმენტის კონკურენტული შეფერხებით და პლაზმინის წარმოქმნის დათრგუნვის გზით ან პლაზმინთან კომპლექსირების ხარჯზე.
ამგვარად, ფიბრინოლიტიკების საპირისპიროდ ამ ჯგუფის ნივთიერებები ასტაბილიზებენ ფიბრინს და იწვევენ სისხლდენის შეჩერებას. ფიბრინის მოლეკულაში პლაზმინის შეკავშირების ადგილის დაკავებით, ისინი ართმევენ მას შესაძლებლობას, გახსნან ფიბრინი. ამგვარად მოქმედებს ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა და პარაამინომეთილბენზოის მჟავა. სხვა ნივთიერებები, მაგალითად, აპროტინინი წარმოადგენს პროტეოლიზური ფერმენტების (ტრიპსინი, ქიმოტრიპსინი), მათ შორის პლაზმინის, ბუნებრივ ინჰიბიტორს. ამიტომ ფიბრინოლიზური თვისებების გარდა ისინი სისხლსა და ქსოვილებში ამცირებენ პროტეაზას დონეს და გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებების დროს. ეს საშუალებები ეფექტურია სისხლისა და ქსოვილების მომატებული ფიბრინოლიზური აქტივობით გამოწვეული სისხლდენების დროს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდგომ, მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ, თრომბოლიზური თერაპიის შემდგომ გართულებების დროს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები