ტოკოლიტიკები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის შესამცირებლად (ნაადრევი მშობიარობის საშიშროების შემთხვევაში) იყენებენ ნეიტროტროპული და მიოტროპული მოქმედების სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს (სედატიური, ქოლინოლიზური, სპაზმოლიზური საშუალებები და სხვა). საშუალებებს, რომლებიც ადუნებენ საშვილოსნოს მუსკულატურას, ეწოდებათ ტოკოლიტიკები (სიტყვიდან tokus – მშობიარობა); მათ მიეკუთვნება ბეტა-ადრენოსტიმულატორების ჯგუფის საშუალებები – ფენოსტეროლი, ჰექსოპრენალინი, რიტოდრინი, ტერბუთალინი და სხვა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები