ანტიჰიპოქსანტები და  ანტიოქსიდანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის უკმარისობა აღინიშნება რიგი პათოლოგიური მდგომარეობების (გულის იშემიური დაავადება, ტვინის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების, თვალის ფუნქციათა დარღვევები, ნაყოფის პათოლოგია და სხვ.) დროს. ხშირად ჰიპოქსია არა მარტო ართულებს დაავადების მიმდინარეობას, არამედ განსაზღვრავს კიდეც მის გამოსავალს. ჰიპოქსია ვითარდება ასევე სისხლდენების, შოკის, ფიზიკური გადატვირთვის და სხვა ჰიპოქსიის შესამცირებლად ზრდიან ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას. ფართო გავრცელება ჰპოვა უკანსაკნელ ათწლეულებში ჰიპერბარულმა ოქსიგენაციამ. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ფარმაკოლოგიურმა საშუალებებმა და მეთოდებმა, რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის მიერ მასში ცირკულირებადი ჟანგაბდის უტილიზაციას, ამცირებენ ორგანოთა და ქსოვილთა მოთხოვნილებას ჟანგბადზე. აღმოჩენილი იქნა, რომ სამკურნალო საშუალებების ნაწილი (ნიტრატები; ბეტა–ადრენობლოკატორები; კალციუმის იონების ანტაგონისტები; ნოოტროპები და სხვ.), ხელს უწყობენ ქსოვილების მიერ ჟანგბადის უფრო ეკონომიურ ხარჯვას, მის უკეთეს უტილიზაციას და ამით ჰიპოქსიის შემცირებასა და ამაღლებენ ორგანიზმის მდგრადობას ჟანგადის ნაკლებობისადმი. ჰიპოქსიის კორექციისათვის შეიქმნა სპეციალური საშუალებები, რომელთაც მიიღეს სახელწოდება – ანტიჰიპოქსანტების სახელწოდება. ჰიპოქსიის წინააღმდეგ ბრძლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ანტიოქსიდანტები, რომლებშიც შერწყმულია, როგორც წესი, ანტირადიკალური მოქმედება და გავლენა ანტიჰიპოქსანტური აქტივობის ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვაზე (ტოკოფეროლის აცეტატი; დიბუნოლი, ემოქსიპინი და სხვ.). გამოხატულ ატიჰიპოქსიურ მოქმედებას ახდენს ციტოქრომი. თავისუფალრადიკალური და ზეჟანგური დაჟანგვის პროცესების აქტივაცია თან სდევს მრავალ დაავადებას: ათეროსკლეროზი და მისი თრომბოჰემორაგიული გართულებები (ინფარქტი, ინსულტი), შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაზიანებები, უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა.
ანტიოქსიდანტები წარმოადგენენ ჩამოთვლილ პათოლოგიათა კომპლექსური თერაპიის აუცილებელ კომპონენტს. თავისუფალრადიკალური პროცესები ნორმალიზდება თავისუფალი რადიკალების აღდგენით სტაბილურ მოლეკულურ ფორმაში (რომელსაც არა აქვს ავტოდაჟანგვის ჯაჭვში მონაწილეობის უნარი). ანტიოქსიდანტები ან უშუალოდ იკავშირებენ თავისუფალ რადიკალებს (პირდაპირი ანტიოქსიდანტები), ან ახდენენ ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის სტიმულირებას (არაპირდაპირი ანტიოქსიდანტები).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.