დერმატოტროპული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

დერმატოტროპულების ჯგუფს მიაკუთვნება საშუალებები, რომლებიც კანს იცავენ მიკრობული და პარაზიტული დაავადებებისაგან (ანტისეპტიკები, ანტიბაქტერიული, პედიკულოზის და ტკიპების საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები), იწვევენ დამწვრობისა და ტროფიკული წყლულების დროს კანის რეგენერაციისა და ეპითელიზაციის პროცესების სტიმულირებას, ჭრილობების შეხორცებას, ნაწიბურის ქსოვილის დარბილებასა და გაწოვას; ალერგიული დაავადებების, ეკზემის, ნეიროდერმიტის და სხვა ანთებითი დაავადებების დროს ამცირებენ კანის ქავილს, ამცირებენ კოჟრებს და აქრობენ მეჭეჭებს, ამცირებენ ოფლიანობას; ისინი ასევე, გამოიყენება მკვეთრად გამოხატული   კანის დაავადებების, მაგალითად ფსორიაზის  სამკურნალოდ. ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება ფსორიაზინი, ფსორიატენი, კალციპოტრიოლი, გლუკოკორტიკოიდების შემცველი მალამოები, პასტები, რეტინოიდები და სხვა.
დერმატოტროპულ საშუალებებს შეიძლება მივაკუთვნოთ აგრეთვე ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალებები, ვინაიდან მათი მოქმედების ეფექტის მიიღწევა ხდება კანთან კონტაქტის შედეგად.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები