სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

ამ ჯგუფში შემავალი ფიბრომჟავას წარმოებულები აქვეითებენ სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას. მცირდება ლიპოპროტეიდებით (ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებით) ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის გადატანა. ამასთან ერთად, იზრდება ქოლესტერინის დონე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებში, რაც გავლენას ახდენს სისხლძარღვთა კედლებიდან მის “გამორეცხვაზე”. ქოლესტერნის შემცველობის დაქვეითება დაკავშირებულია ფიბრატების უნართან მოახდინონ ჰიდროქსიმეთილგლუტარილკოფერმენტÀ რედუქტაზასი ბლოკირება (ანალოგიურად სტატინებისა), რომელიც ახდენს მევალონმჟავას (სტეროიდების წარმოქმნის შუალედური პროდუქტის) სინთეზის კატალიზს; გარდა ამისა, ფიბრატები აძლიერებენ ქოლესტერინის დაშლას.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Viewed 1046 times by 458 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka