ფიბრინოლიზის აქტივატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ფიბრინოლიტიკები ანუ ფიბრინოლიზური საშუალებები იწვევენ ფიბრინის წარმოქმნილი ძაფების დაშლას; ისინი ხელს უწყობენ ძირითადად ახალი (ჯერ კიდევ არაორგანიზებული) თრომბების გაწოვას. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ფიბრინოლიზური საშუალებები. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ნივთიერებები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ სისხლის პლაზმაზე, ფიბრინის ძაფების კოლტზე, ეფექტურნი არიან ორგანიზმის გარეთ და ორგანიზმის შიგნით (ფიბრინოლიზინი ანუ პლაზმინი – ფერმენტი, რომელიც წარმოიქმნება სისხლში არსებული პროფიბრინოლიზინის აქტივაციისას). მეორე ჯგუფს მიეკუთვნება პროფიბრინოლიზინის აქტივატორები (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა და სხვა). ისინი არააქტიურნი არიან ფიბრინის ძაფებზე უშუალო ზემოქმედებისას, მაგრამ ორგანიზმში შეყვანისას ახდენენ სისხლის ენდოგენური ფიბრინოლიტიკური სისტემის აქტივაციას (გარდაქმნიან პროფიბრინოლიზინის გარდაქმნას ფიბრინოლიზინში). ამჟამად ფიბრინოლიზური საშუალებების სახით ძირითადად გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან არაპირდაპირ ფიბრინოლიტიკებს.
ფიბრინოლიზის აქტივატორებს წარმოადგენენ ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებები:
ფიბრინოლიზინი წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც წარმოიქმნება სისხლში შემავალი პლაზმინოგენის (პროფიბრინოლიზინის) აქტივიზაციით.
სტრეპტოკინაზა. ფერმენტული პრეპარატი, მიღებული C ჯგუფის ბეტა- ჰემოლიზური სტრეპტოკოკის კულტურიდან. გამოდის სახელწოდებით – ,,აველიზინი” (Awelysin), ,,სტრეპტაზა” (Streptase), ,კარბიკინაზა (Karbikinase), სტრეპტოკინაზა – საინექციო, ცელიაზა (Celiasum).

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები