სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ჰიპოლიპიდემიური სამკურნალო საშუალებების ეს ჯგუფი შედარებით ბოლო პერიოდშია (1987 წ) აღმოჩენილი. ისინი იწვევენ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ-À რედუქტაზას (ჰმგ-კოÀ რედუქტაზას) ინჰიბირებას, რომელიც ახდენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის საწყისი და შუალედური სტადიების კატალიზს (მევალონატის წარმოქმნა). მოქმედების ამ მექანიზმის პირველი სამკურნალო საშუალებები იყო ლოვასტატინი და სიმვასტატინი. ორივე მთგანს გააჩნია რთული ქიმიური სტრუქტურა. ლოვასტატინი (გამოყოფილია Aspergillus terreus სოკოს შტამიდან) ორგანიზმში აქტივირდება – წარმოქმნის ბეტა-ოქსიმჟავას. სწორედ ბეტა-ოქსიმჟავას აქვს ჰმგ-კოÀ რედუქტაზას კონკურენტული დამუხრუჭები უნარი.

Viewed 616 times by 327 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka