ცილები და ამინომჟავები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

ცილები და ამინომჟავები სუბსტრატულად უზრუნველყოფენ ფერმენტაციის მრავალ პროცესს. ამინომჟვები არა მარტო წარმოადგენენ სპეციფიკური ქსოვილური ცილების სტრუქტურულ ელემენტებს, არამედ გამოდიან აგრეთვე ნეირომედიატორების როლში (გლუტამინ და ასპარაგინმჟავები, გლიცინი და სხვა). ცილაზე სადღეღამისო მოთხოვნილება შეადგენს 70 გ-ს. სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს (მათ შორის, როცა სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია, მძიმე ოპერაციების, დამწვრობების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვის პროცესების დარღვევის დროს და სხვა) იგი იზრდება. ასეთ შემთხვევებში იყენებენ ცილების და ამინომჟავების ნარევს: ალბუმინი, დექსტრანი, ამინოსოლი KE, ამინოსტერილი და სხვა. ცილების პარენტერალური შეყვანა ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას და შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქცია. ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ გამოყენებული იქნება ინდივიდუალური ამინომჟავების ნარევები (არ წარმოიქმნება ანტისხეულები). ამინომჟავების უფრო კარგი შეთვისება აღინიშნება ვენაში წვეთოვანი შეყვანისას, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში დაშვებულია მათი შეყვანა ზონდით კუჭში. სრულყოფილი ხელოვნური კვების უზრუნველსაყოფად ცილებს და ამინომჟავებს ხშირად ემატება გლუკოზის ხსნარები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები