სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ამ ჯგუფში გაერთიანებულია სულფანილამიდები, ფთორქინოლონის წარმოებულები, აგრეთვე ნაფტირიდინის, ქინოლინის და ნიტროფურანის წარმოებულები, 5-ნიტროფურანის სხვადასხვა წარმოებულები. ეს უკანასკნელები ხასიათდებიან მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობით, რომლის მექანიზმი ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი. ნაწილობრივად, ეფექტი განპირობებულია მგრძნობიარე ბაქტერიულ უჯრედებში დნმ-ის პოლიმერიზაციის ბლოკადით და ცილის სინთეზის დათრგუნვით. ამ პრეპარატებს იყენებენ, ძირითადად, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს. სინთეზურ ანტიბაქტერიულ საშუალებებს მიეკუთვნებიან იმიდაზოლის წარმოებულები, რომლებიც ხასიათდებიან ანტიპროტოზოური და ანტიფუნგინალური აქტივობით (კლოტრიმაზოლი, კეტოკონაზოლი, მიკონაზოლი და სხვა). ამ ჯგუფის ძირითად ანტიპროტოზოურ პრეპარატს წარმოადგენს მეტრონიდაზოლი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ტრიქომონიაზას, ამებიაზას და სხვა პროტოზოური დაავადებების სამკურნალოდ; ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან ტინიდაზოლი, ამინიტროზოლი (ნიტროაზოლური წარმოებული) და ზოგიერთი სხვა ნივთიერებები. მეტრონიდაზოლი ხასიათდება მაღალი აქტივობით ინფექციური გამომწვევის Helicobacter pylori-ს მიმართ, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში.

ამ ჯგუფში გაერთიანებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მრავალი  სპეციფიკური პრეპარატი, ანტიბიოტიკის გამოკლებით (ამინოგლიკოზიდები, ანსამიცინები). ტუბერკულოზის გამომწვევი მიეკუთვნება მიკობაქტერიებს (მჟავების მიმართ მდგრადები არიან). იგი აღმოჩენილი იყო რ.კოხის მიერ და ამის გამო მას ხშირად უწოდებენ კოხის ჩხირს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები