ანტინემატოზური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

პიპერაზინი და მისი მარილები ახდენენ ჭიების საწინააღმდეგო მოქმედებას ნემატოდების სხვადასხვა ფორმებზე, განსაკუთრეებით ასკარიდოზისა და ენტერობიოზის გამომწვევებზე. ისინი მოქმედებენ ორივე სქესის როგორც სქესობრივად მომწიფებულ ასევე მოუმწიფებელ არსებებზე. პიპერაზინი იწვევეს ჰელმინთთა მუსკულატურის დამბლას.
პიპერაზინის ადიპინატი (Piperaziniadipinas) სინონიმები: Adipalit, Adiprazina, Entacyl, Entazin, Helmirazin, Heltolan, Nematocton, Nometan, Oxurasin, Piperascat, Piperazine adipate, Piperazinum adipinicum, Vermicompren, Vermitox და სხვ.

ნაფტამონი (Naphthammonum). სინონიმები: Alcopar, Bephenii hydroxynaphthoas, Debefenium. მომწვანო-მოყვითალო ფერის, უსუნო, მწარე გემოს კრისტალური ფხვნილი. გამოიყენება ასკარიდოზის, ანკილოსტომიდოზის, ენტერობიოზის, ტრიქოსტრონგილოიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს. პრეპარატი იწვევს პარაზიტების მუსკულატურის კონტრაქტურას, რაც ხელს უწყობს მათ მოცილებას ნაწლავებიდან.

დიფეზილი (Diphezylum).

მებენდაზოლი (Mebendazolum). სინონიმები: ვერმოქსი, Antioxi, Mebenzole, Mebutar, Medosil, Multielmin, Necamin, Nemazole, Ovitelmin, Pantelmin, Pluriverm, Sirben, Telmin, Vermirax, Vermox, Vertex, Vormin და სხვ. მებენდაზოლი წარმოადგენს ჭიების სამკურნალო მაღალეფექტურ საშუალებას. მოქმედებს ჰელმინთთა სხვადასხვა სახეებზე, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია ენტერობიოზისა და ტრიქოცეფალოზის დროს. შესაძლოა გამოყენებული იქნას ასკარიდოზის, ანკილოსტომიდოზის, ტენიიდოზისა და შერეული ინვაზიების დროს.

მედამინი (Medamini)

პირანტელი (Pyrantel). სინონიმები: ნემოციდი, Aguipiran, Bifantrel, Cbantril, Combantrin, Helmex, Medintel, Nemocid, Pamex, Paminten, Pamotrin, Pelmintrel, Pyrantel embonate, Strongid P, Triombrin და სხვ. ეფექტურია ენტერობიოზის, ასკარიდოზის, ანკილოსტომიდოზის, ნეკაროტოზისა და, ნაკლები ხარისხით, ტრიქოცეფალოზის დროს. მაღალი ეფექტურობისა და დაბალი ტოქსიურობის გამო, მას ფართოდ იყენებენ ბავშვებში ენტერობიოზის სამკურნალოდ.

პირვინიუმის პამოატი (Pirvinii pamoas). სინონიმები: ვანკვინი, ვანკინი, Alnoxin, Avermol, Helvin, Neo—Oxypaat, Pamovin, Pamoxa, Pirvil, Polyquil, Povan, Povanyl, Primon, Pyrvin, Vanquil, Vaquin, Vermolfin და სხვ. გააჩნია მაღალი ეფექტურობა ენტერობიოზის დროს. ჰელმინთთა სხვა ჯგუფებზე პრეპარატი მოქმედებას არ ახდენს.

ხოროსანის ყვავილები. ხოროსნის თესლები (Flores Cinae). შეგროვილი აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა თვემდე (ყვავილების გაშლამდე), ველურად მზარდი ყვავილედი და კულტივირებული ნახევრადბუჩქად ხოროსანი (Artemisia cina Berg.) რთლყვავილეოვანთა (Compositae) ოჯახის წარმომადგენელია. შეიცავს არანაკლებ 2,5% სანტონინს. გამოიყენება როგორც ანტიჰელმინთოზური საშუალება ასკარიდების წინააღმდეგ.

ასფურცელას  ყვავილები (Flores Tanaceti vulgaris). მრავალწლიანი ველურად მოზარდი ბალახოვანი მცენარის – ჩვეულებრივი ასფურცელას (Tanacetum vulgare L),) ყვავილობის დასაწყისში შეგროვილი და გამხმარი ყვავილები  შეიცავს ეთერზეთებს (0,3% – 2%), ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებსა და სხვა ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება ასკარიდოზისა და მახვილებისას, ასევე როგორც ნაღვლმდენი საშუალება; გამოიყენება ნაყენის სახით: 1 სუფრის კოვზი, 1 ჭიქა მდუღარე წყალზე; 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. უკუჩვენებებია: ორსულობა. გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლიფებში 75მგ.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები