პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2001 წ.

სამედიცინო პრაქტიკაში ყველაზე პარაზიტებს მიეკუთვნება ტილები (თავის, ბოქვენის) და ტკიპები. მუნის სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ გოგირდის პრეპარატებს. კანზე და მუნის გავრცელების ადგილებში გოგირდი გარდაიქმნება ჟანგეულად და პენტათიონმჟავად, რომელიცმაპარალიზებელ გავლენას ტკიპებზე ახდენს. მუნის ტრადიციულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ვილკინსონის მალამო (შეიცავს გოგირდს, კუპრს, მწვანე საპონს, ცარცს). მკურნალობის შედარებით მარტივი და ეფექტური მეთოდია გოგირდის ან გოგირდ-სალიცილის მალამოს, ბენზილბენზოატის გამოყენება. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენება აგრეთვე როგორც პედიკულოზის საწინააღმდეგო საშუალება. პედიკულოზის საწინააღნდეგო აქტივობა ახასიათებს მრავალ პრეპარატს, რომლებიც შეიცავენ პირეტრინებს (პერმეტრინი, მალათიონი).

ნიტიფორი (Nitifor). სითხე, რომელიც შეიცავს ინსექციტიდ პერმეტრინს, ანტისეპტიკს – სტეროგენოლის დეტერგენტს, აბუსალათინის ზეთს, სპირტსა და წყალს. პერმეტრინი, ანუ 2 – ფენოქსიბენზილის ეთერი, (ცის – ტრანს – 3 – 0,2 – დიქლორვინილი), დიმეთილციკლოპროპანკარბონის მჟავა.

პედილინი (Pedilin). ემულსია, რომელიც შეიცავს ტეტრამეტინს (პირეტრინთა ჯგუფიდან), ნეოპინამიდსა და პიპერონილბუტოქსიდს, ასევე შამპუნს, რომელიც შეიცავს 0,5%-იანი მალათიონის ხსნარს.

მალათიონი (Malation). ბუტადიონის მჟავა, ([დიმეტოქსიფოსფინოლ – თიოილი) – თიო] – დიეთილის ეთერი). სინონიმი: Prioderm.

რიდი (Rid). შამპუნი, რომელიც შეიცავს 0,3% პირეტრინს და 3% პიპერონიდს.

ანტი – ბიტი (Anti–Bit). შამპუნი, რომელიც შეიცავს პირეტრინს (0,148გ 100მლ-ში)

იტაქსი (Itax). ასაქაფებელი ლოსიონი, რომელიც შეიცავს 0,3% ფენოტრინს და ანიონისა და ნეიონიის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, ასევე აეროზოლი, რომელიც შეიცავს სუმიტრინს, ნეოპინამინსადა პიპერონიდის ბუტოქსიდს.

ბენზილბენზოატი (სამედიცინო) (Benzyliibenzoasmedicinalis)

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები