სიფილისის საწინააღმდეგო საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2002 წ.

სიფილისის სამკურნალო თერაპია, როგორც წესი, კომპლექსურია, რომელშიც, პირველ რიგში, გულისხმობს ანტიბიოტიკებთან ერთად სხვა პრეპარატების, მათ შორის, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეზისტენტობის მოსამატებელი საშუალებების გამოყენებას. დიდი ხნის განმავლობაში სიფილისის საწინააღმდეგო სპეციფიურ საშუალებად ფართო გამოიყენებოდა დარიშხანის (ნოვარსენოლი და სხვ.) და ბისმუტის (ბიიოქინოლი და სხვ.) ორგანულ ნაერთები. ამჟამად სიფილისის საწინააღმდეგო საშუალებად ძირითადად იყენებენ ანტიბიოტიკებს, პირველ რიგში პენიცილინის ჯგუფის, პენიცილინებისადმი ალერგიის შემთხვევაში – მაკროლიდებს. მაღალი ტოქსიურობის გამო ნოვარსენოლი ამოღებულია სამკურნალო საშუალებათა ნომენკლატურიდან, ხოლო დარიშხანის სხვა პრეპარატები შეზღუდულად გამოიყენება. სამკურნალო საშუალებთა ნომენკლატურიდან ასევე, ამოღბულია ბისმუტის პრეპარატი – პენტაბისმოლი

მიარსენოლი (Myarsenolum). სინონიმები: Myoarsemin, Myosalvarsan, Sulfarsenol, Sulfarsphenaminum, Sulfostab, Thiosarmin

ოსარსოლი (Osarsolum). სინონიმები: Acetarsolum, Acetarson, Acetphenarsin, Amarsan, Arsaphen, Devegan, Dynarson, Kharophen, Kubarson, Limarson, Nilacid, Osarsan, Orvarsan, Pallicid, Spirocid, Stovarsol, Vagival.

ბიიოქინოლი (Biiochinolum). 8% ქინინის იოდბისმუტის შენაწონი (შეიცავს 23,5 – 25% ბისმუტს, 56,5-58% იოდს და 17,8 – 18,4%ქინინს) ატმის ზეთში.

ბისმოვეროლი (Bismoverolum). მონონბისმუტის მჟავის ბისმუტის მარილი (7%) ატმის ან ზეითუნის ზეთში. პრეპარატი შენჯღრევისას წარმოადგენს თეთრი ფერის ნარევს, რომელიც დაყოვნებისას თეთრად ნალექს წარმოქმნის

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები