მუწუკები და მათი მკურნალობა

მუწუკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

სიტყვა ,,აკნეში“ მოიაზრება თვითონ დაავადება, ხოლო მუწუკი,  ფერიმჭამელა, პუსტულა, პაპულა და სხვ.  მისი, როგორც დაავადების ელემენტებია.
აკნე ყველაზე უფრო ხშირად ვლინდება კანის მიერ ცხიმის ჰიპერტროფიული გამომუშავების ფონზე – ჭარბი სებუმი (კანის ცხიმი) ახშობს ფორებს და წარმოიქმნება ე. წ. ფერიმჭამელა.
ფერიმჭამელა კანის ცხიმოვანი საცობია, კანის გარქოვანებული ნაწილაკების შერევით, რომელიც გროვდება თმის ფოლიკულში და იბერება.
ცხიმოვანი საცობი იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად, შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესი და წარმოიქმნება მუწუკი – ანთებადი ფერიმჭამელა.
ზოგჯერ მუწუკები ჩნდება როგორც ძირითადი დაავადების სიმპტომი; უფრო ხშირად მის წარმოქმნას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

➤ გენეტიკური მიდრეკილებები
➤ ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატება. დამახასიათებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის
➤ჰორმონულია დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია)
➤ სებორეა
➤ შაქრიანი დიაბეტი
➤ ინფექციური დაავადებები
➤ ავიტამინოზი
➤ ნერვული გადაღლილობა
➤ ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა
➤ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
➤ შეკრულობები
➤ ჰიპოვიტამინოზები
➤ ენდოკრინოპათიები
➤ კანის არასაკმარისი ჰიგიენა.
➤ ზოგიერთს აკნე უვითარდება ორსულობის დროს
➤ ზოგ წყაროში მიზეზად სახელდება კონტრაცეფტიკების არასწორი გამოყენებაც

პათოგენეზი

განპირობებულია სებორეით, რომლის გართულებასაც იგი წარმოადგენს. ძირითად როლს ასრულებს კანის ცხიმის ბაქტერიოციდულობის დაქვეითება, რაც იწვევს საპროფიტული კოკური ფლორის აქტივიზაციას.

კლინიკური სურათი

ხასიათდება გამონაყრის ელემენტების ევოლუციური პოლიმორფიზმით, რომლებიც მდებარეობენ სებორეულ უბნებზე (სახე, მკერდი, ზურგი). კომედონების (ცხიმიანი საცობები) ფუძეში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ჩირქგროვებად. ზოგიერთ შემთხვევაში დაჩირქება იწყება კანის ღრმა შრეებიდან და იწვევს რბილი, ნახევარსფეროსებრი კვანძების წარმოქმნას. პუსტულების შემცველობა შრება, წარმოქმნის ქერქებს, რომელთა მოძრობის შემდეგ რჩება მოლურჯო – ვარდისფერი ლაქები ან ნაწიბურები. ღრმა ფერისმჭამელები მტკივნეულია.

მკურნალობა

დამოკიდებულია პროცესის სიღრმეზე და მის გავრცელებაზე. მძიმე შემთხვევებში – ინიშნება ანტიბიოტიკების განმეორებითი კურსები, იმუნოპრეპარატები, ვიტამინები, დეზინფექციური ადგილობრივი საშუალებები; იზღუდება ცხიმიანი ცხარე საკვები; საჭიროა ნერვულ – ენდოკრინული დარღვევების კორექცია.

პროგნოზი

კეთილსაიმედოა; ჩვეულებრივ 20 – 25 წლის ასაკში აღინიშნება სპონტანური გამოჯანმრთელება. ღრმა ფორმების შემდეგ რჩება ნაწიბურები. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სებორეის მკურნალობას.

აკნეს მკურნალობა, როცა ექიმთან ვერ მიდიხართ

რეალურად, აკნეს გამო ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას. ახალგაზრდები გარდამავალ ასაკში – მით უმეტეს. ჩვენ უამრავი  თხოვნა მოგვდის მივაწოდოთ მასალები, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. (ჩვენ მხოლოდ მასალების მიწოდებით და დაიჯესტებით ვიფარგლებით).

რას გვთავაზობს ამაზონი აკნეს საწინააღმდეგოდ?

ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც.


  მუწუკების გამოსადენი ინდივიდიალური ინსტრუმენტები ამაზონზე
 აკნეს საწინააღმდეგო საპნები  ამაზონზე>>  acne treatment soap
♦ აკნეს საწინააღმდეგო მალამოები ამაზონზე >>
აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ამაზონზე >>

მუწუკები1. აკნეს დროს გამოსაყენებელი მალამოები

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო – მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, მალამო მზადდება ვაზელინისა და სხვა ქიმიური ელემენტების გარეშე. ეს ის რეცეპტი და შემადგენლობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე წარმატებით იყენებდნენ.
თურმანიძის მალამო

2. მუწუკების გამოსადენი სპეციალური, ინდივიდუალური მოხმარების  ინსტრუმენტები

მკითხველთა ყურადღება გვინდა მივაპყროთ, რომ მუწუკების (აკნეს) გამოდენა უნდა მოხდეს სპეციალური ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებლად ინდივიდუალური, პირადი მოხმარების უნდა იყოს.   თქვენი გემოვნების და შესაძლებლობების მიხედვით ისინი შეგიძლიათ გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზიიდან.
  ინსტრუმენტები ამაზონზე >>

3. აკნეს დროს გამოსაყენებელი საპნები

ცალკე უნდა აღინიშნოს სპეციალური, აკნეს საწინააღმდეგო საპნები. მათ განსაკუთრებით ხშირად იყენებენ, როცა მუწუკები (აკნე) უხერხულ, ან ინტიმურ ადგილებში უჩნდებათ, ასევე აკნეს გართულების პერიოდებში. აკნეს საწინააღმდეგო საპნების გაცნობა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ – მაღაზიებიდან:
 აკნეს საწინააღმდეგო საპნები  ამაზონზე>>  acne treatment soap

4. აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, დღეს აკნეს საწინააღმდეგო სხვა უამრავი საშუალება არსებობს –  შრატები, ლოსიონები, სპეციალური პლასტირები, გელები, სკრაბები და სხვ. მათი შერჩევა და გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებიდან:
აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ამაზონზე >>


კითხვები, რომლითაც ხშირად მოგვმართავენ

აკნეს შემდგომი ნაწიბურები
ცხადია, უნდა შეეცადოთ აკნემ ნაწიბურები არ დატოვოს. თუ მაინც დატოვა, მათი მოცილება შეიძლება სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურებით
არის თუ არა  აკნე გადამდები ?
აკნე გადამდები არაა


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10 

web
FB-Page
FB-group

 

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish