მთლიანი თავის ქალა

ლალი დათეშიძე

ტვინის ქალაში განასხვავებენ ორ ნაწილს: ქალასარქველს – formix cranii (calvaria) და ქალას ფუძეს – basis.

მათი გამყოფი პირობითი ხაზი გაივლის შემდეგ წარმონაქმნებზე:
1. კეფის გარეთა შემაღლება 2. ქედის ზემო ხაზი 3. დვრილისებრი მორჩის ფუძე 4. გარეთა სასმენი ხვრელის ზემო კიდე 5. საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეული მორჩის ძირი 6. სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის საფეთქელქვედა ქედი 7. სოლისებრ-ყვრიმალის ნაკერი 8. შუბლის ძვლის ყვრიმალისეული მორჩის ძირი 9. თვალბუდის ზედა კიდე 10. შუბლის ძვლის ცხვირისეული კიდე.

ამ ხაზის ზემოთ მდებარეობს ქალასარქველი – calvaria, მის ქვემოთ კი – ქალას ფუძე – basis cranii.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.