კუდუსუნი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. კუდუსუნი  Os coccygis  Coccyx

კუდუსუნის მალები (4 – 5, იშვიათად 3 – 6 მალა) vertebrae coccygeae, შეზრდილია ერთმანეთთან და ქმნის ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს.

კუდუსუნი

კუდუსუნს – os coccygis აქვს მოხრილი  პირამიდის ფორმა, რომლის ფუძე  მიმართულია ზემოთ; კუდუსუნის მალებს  აქვთ მხოლოდ სხეული; კუდუსუნის  პირველი მალას შერჩენილი აქვს  განუვითარებელი სასახსრე მორჩები, ე. წ.  კუდუსუნის რქები – cornua coccygea,  რომელიც უკავშირდება გავის ძვლის  რქებს; კუდუსუნი პირველ მალაზე  მდებარე ზედაპირით უკავშირდება გავის მწვერვალს გავა-კუდუსუნის შეერთებით – junctura sacro coccygea.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.