ინტერმედიანტები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ინტერმედიანტური ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც სპეციფიკურად ურთიერთქმედებენ მედიატორ/მოდულატორების გარკვეულ სისტემებთან. ისინი ძირითადად წარმოადგენენ შესაბამისი რეცეპტორების აგონისტებს ან ანტაგონისტებს.
ზოგიერთი მათგანის მოქმედება ხორციელდება ენდოგენური ლიგანდების მეშვეობით მათი მეტაბოლიზმის შეცვლის, გამოთავისუფლების, მიტაცებისა  და დეპონირების გზით. ინტერმედიანტებს შორის  არჩევენ დოფამინერგულ, სეროტონინერგულ, ადენოზინერგულ და სხვა სისტემებზე უპირატესი ზემოქმედების პრეპარატებს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები