ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. წელის მალები Vertebrae lumbales Lumbar vertebrae
წელის მალები (წელის 5 მალა) – vertebrae lumbales, გამოირჩევიან მასიურობითა და სიმტკიცით. მათ სხეულს აქვთ მარცვლის ფორმა, რკალები ძლიერადაა განვითარებული, ხვრელები დიდი ზომისაა და აქვთ სამკუთხა ფორმა. თითოეული განივი მორჩი მიმართულია ლატერალურად და რამდენადმე უკან.

მისი უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ნეკნის რუდიმენტს და ეწოდება სანეკნე მორჩი – processus costarius. წვეტიანი მორჩი მოკლე და განიერია, მიმართულია პირდაპირ უკან. წელის მალებს კიდევ ორი მორჩი აქვთ: დვრილისებრი მორჩი – processus mamillaris, რომელიც ზემო სასახსრე მორჩის ლატერალურ ზედაპირზეა მოთავსებული და დამატებითი მორჩი – processus accessorius, რომელიც მოთავსებულია განივი მორჩის ძირში.

Viewed 2079 times by 1066 viewers


