ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ადამიანის ჩონჩხი Skeleton hominis Human skeleton
,,ადამიანის სხეულში არჩევენ თავს – caput, ტორსს – truncus და კიდურებს – membrum.
თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა – cranium, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად: ტვინის ქალა – cranium cerebrales და სახის ქალა – cranium viscerales s. splanchnocranium.

ტორსის ჩონჩხს შეადგენს ხერხემალი – columna vertebralis, გულმკერდი – thorax და მენჯი – pelvis. ყოველ კიდურში არჩევენ სარტყელს - cingulum და თავისუფალ ნაწილს – pars libera.
ზემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის ორი ძვალი: ლავიწი – clavicula და ბეჭის ძვალი – scapula.
ზემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – მხარს – brachium, შუა ნაწილს – წინა მხარს – antebrachium, რომლებსაც ერთად უწოდებენ მკლავებს და დისტალურ ნაწილს – მტევანს – manus.
ქვემო კიდურის სარტყელს ეკუთვნის მენჯის ძვალი – os coxae. ქვემო კიდურის თავისუფალ ნაწილში არჩევენ სამ ნაწილს: პროქსიმალურს – ბარძაყს – femur, შუა ნაწილს – კანჭს – crus და დისტალურ ნაწილს – ტერფს – pes.”
ციტატა ალ. ნათიშვილის წიგნიდან ,,ადამიანის ნორმალური ანატომია”

Viewed 4824 times by 2455 viewers


