ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ქალა Cranium Skull
თავის ჩონჩხს წარმოადგენს ქალა – cranium, რომელიც იყოფა ორ ნაწილად: ტვინის ქალად – cranium cerebrale და სახის ქალად – cranium viscerale.

ტვინის ქალას შეადგენენ ტვინის ქალას ძვლები – ossa cranii, ხოლო ქალას სახის ნაწილს – სახის ქალას ძვლები – ossa faciei. ტვინის ქალა შეიცავს თავის ტვინს და დიდი ხვრელით – foramen magnum ერთვის ხერხემლის არხს. სახის ქალა შეიცავს საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ ორგანოთა სისტემების დასაწყის ნაწილებსა და გრძნობის ორგანოებს. ქალას ძვლები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნაკერებით – suturae, და ხრტილოვანი შეერთებებით – synchondroses; გამონაკლისს წარმოადგენს საფეთქლის ძვალი.

ტვინის ქალას ძვლებია:
კეფის ძვალი – os occipitale
სოლისებრი ძვალი – os sphenoidale
შუბლის ძვალი, – os frontale
ცხავის ძვალი – os ethmoidale
საფეთქლის ძვალი – os temporale
თხემის ძვალი – os parietale
ცრემლის ძვალი – os lacrimale
სახის ქალას (ossa faciei) ძვლებია:
ზედა ყბა – maxilla
სასის ძვალი – os palatinum
ცხვირის ძვალი – os nasale
ყვრიმალის ძვალი – os zygomaticum
ქვედა ყბა – mandibula
ცხვირის ქვემო ნიჟარა – concha nasalis inferior
სახნისი – vomer
ენისქვეშა (ინის) ძვალი – os hyoideum
Viewed 2336 times by 1283 viewers


