ლალი დათეშიძე
ადამიანის ნორმალური ანატომია. ხერხემლის სვეტი Columna vertebralis Vertebral column
მოზრდილი ადამიანის ხერხემლის სვეტი – columna vertebralis შედგება 33 – 34 მალისაგან. ხერხემლის სვეტი იყოფა შემდეგ ნაწილებად:
კისრის ნაწილი – pars cervicalis
გულმკერდის ნაწილი – pars thoracica
წელის ნაწილი – pars lumbalis
გავის ნაწილი – sacrales
კუდუსუნის ნაწილი – pars coccygea.
შესაბამისად, მალებს ყოფენ 5 ჯგუფად:
კისრის მალები – vertebrae cervicales (7)
გულმკერდის მალები – vertebrae thoracicae (12)
წელის მალები – vertebrae lumbales (5)
გავის მალები – vertebrae sacrales (5)
კუდუსუნის მალები – vertebrae coccygeae (4 ან 5).
ხერხემლის სვეტის ნაწილები საგიტალურ სიბრტყეში ქმნიან ოთხ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – კისრის, გულმკერდის, წელისა და გავის.
ფიზიოლოგიური ნადრეკს, რომელიც რკალით უკანაა მიმართული ფიზიოლოგიური კიფოზი – kyphosis ეწოდება, ხოლო რკალით წინ მიმართულ ფიზიოლოგიურ ნადრეკს – ფიზიოლოგიური ლორდოზი – lordosis.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მალებს ყოფენ ნამდვილ და ცრუ მალებად;
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კისრის, გულმკერდისა და წელის მალები, ხოლო მეორე ჯგუფს შეადგენს გავის მალები, რომლებიც შეზრდილნი არიან და ქმნიან გავის ძვალს – os sacrum, და კუდუსუნის მალები, რომლებიც ქმნიან კუდუსუნის ძვალს – os coccygis.

Viewed 4414 times by 2722 viewers


