ალასტრიმი

ალასტრიმი – (პორტუგ. Alastrar – დაფარვა) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნატურალური ყვავილის სახესხვაობას, მისგან განსხვავდება მსუბუქი მიმდინარეობითა და ნაკლები კონტაგიოზურობით. დაავადების გამომწვევია ვირუსი A, ინფექციის წყარო – დაავადებული ადამიანი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 8 – დან 17 დღემდე. დაავადების დასაწყისი ხასიათდება ტემპერატურის სწრაფი ზრდით, თავის ტკივილით; დაავადების მე – 2 – 5 დღეს კანსა და ლორწოვან გარსებზე ჩნდება გამონაყარი. პაპულოზურ – ბუშტუკოვანი გამონაყარი აღინიშნება სახეზე და კიდურებზე; ქერქების მოცილების შემდეგ ნაწიბურები არ რჩება. აღინიშნება მხოლოდ დეპიგმენტაცია რამდენმე თვის მანძილზე.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.