ალბატროს – სინდრომი

ალბატროს – სინდრომი – კუჭ – ნაწლავის დისცირკულატორულ დარღვევათა კომპლექსი კუჭის რეზექციის ან გასტრექტომიის შემდგომ მოგვიანებით პერიოდში. ვლინდება ჭამიდან 10 – 15 წუთის შემდეგ (განსაკუთრებით რძის და ტკბილი საკვების მიღებისას) ძლიერი სისუსტით, შეხურებით, ოფლიანობით, თავის ტკივილით, გულის ფრიალით, კიდურების კანკალით, გულისრევით, პირღებინებით, წოლის აუცილებელი მოთხოვნილებით. აღინიშნება მაჯის აჩქარება, არტერიული წნევის შეცვლა, ცვლილება ელექტროენცეფალოგრამაზე. სინონიმი დემპინგ – სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.