ალბუმინურია

ალბუმინურია – (ლათ. albumen – ცილა, ბერძნ. uron – შარდი) პროტეინურია, ცილის გამოყოფა შარდთან ერთად. აღინიშნება თირკმლის (ნეფრიტი, ნეფროზი, პიელონეფრიტი) გულისა და ინფექციურ დაავადებათა დროს, ინტოქსიკაციის შემთხვევაში და სხვ. ალბუმინურია იშვიათად შეიძლება განუვითარდეს ჯანმრთელ ადამიანსაც ფიზიკური გადატვირთვისას (სპორტული შეჯიბრებები, ხანგრძლივი სიარული) შედეგად. მკურნალობენ ძირითად დაავადებას. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.