ალბუმინები

ალბუმინები – (ლათ. albumen – ცილა). მარტივი ცილები. შედის ცხოველური და მცენარეული ქსოვილების შედგენილობაში – კვერცხის ცილაში, სისხლის შრატში, რძესა და მცენარეთა თესლში. იხსნება წყალში, მარილხსნარებში, მჟავებსა და ტუტეებში. ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნის სხვადასხვა ამინიმჟავას. მიიღება კრისტალის სახითაც. ალბუმინებს მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის. კვერცხის, რძის შრატის ალბუმინებს იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, ფარმაციასა და მედიცინაში, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისათვის. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.