ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ალდოსტერომა – თირკმელზედა ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ახდენს ალდოსტერონის პროდუქციას. ვლინდება ორგანიზმში წყლის შეკავებით, ნატრიუმის მომატებული შემცველობითა და კალიუმის დონის შემცირებით სისხლის შრატში, არტერიული წნევის მომატებით, სისუსტით, წყურვილით, პოლიურიით. მკურნალობის ძირითადი მეთოდი – ქირურგიული.
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები