ალდოსტერონი

ალდოსტერონი – ალდოკორტინი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონი კორტიკოსტეროიდების ჯგუფისა. აწესრიგებს ორგანიზმში მინერალურ ცვლას. მოლეკულური მასა 360,43 ალდოსტერონი 1952 კრისტალების სახით გამოყვეს, 1959 კი სინთეზურად მიიღო ვ. ბეტშტეტერმა. ალდოსტერონი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის იონების (Na+) შეკავებას და კალიუმის იონების (K+) შარდთან, ნერწყვთან და ოფლთან ერთად გამოყოფას. მისმა უკმარისობამ (თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთის ან ადისონის სნეულების დროს) შეიძლება ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვიოს, ხოლო ზედმეტი რაოდენობით წარმოქმნამ (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის გულისა და თირკმლების ზოგი დაავადების დროს) – ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის შეფერხება (შეშუპება), სისხლის წნევის მომატება და სხვ. ალდოსტერონის სეკრეციის დონეს განსაზღვრავს სისხლის პლაზმაში Na+ და K+ შეფარდებითი შემცველობა და არეგულირებს შუამდებარე ტვინი. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.