ალეირონის მარცვლები

ალეირონის მარცვლები – (ბერძნ. aleiron – ფქვილი) პროტეინის მარცვლები, უფერული ცილოვანი წარმონაქმნები მცენარის თესლის ენდოსპერმში ან ლებნებში, რომლებსაც თესლის გაღივების დროს ჩანასახი საზრდოდ იყენებს. ალეირონის მარცვლები შეიძლება იყოს მარტივი (ერთგვაროვანი სტრუქტურისა) ან რთული, აგებული ცილის კრისტალებით და სფერული ჩანართებით – გლობოიდებით. რომლებიც შეიცავს მცენარის ზრდა – განვითარებისათვის მეტად საჭირო ფოსფოროვან შენაერთს – ფიტინს და ზოგიერთ მარილს. რთული ალეირონის მარცვლები გვხვდება ზეთოვან თესლებში. მაგ. აბუსალათინში, ტუნგსა და ჯვაროსნებში: მარტივი ალეირონის მარცვლები სახამებლის შემცველ თესლებში, მაგ. მარცვლოვნებში. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.