ალანტოისი

ალანტოისი – (allantois ბერძნ.allans, allantos – ძეხვი, eidios – სახე) უმაღლესი ხერხემლიანების დროებითი პროვიზორული ორგანო. ვი­თარდება როგორც უკანა ნაწლავის ვენტრალური კედლის ბრმა (ძეხვი­სებრი) წანაზარდი. შედგება ექტოდერმული ეპითელიუმისაგან (რომელიც ჩაიზრდება კლოაკის აპკისაგან უკანა ნაწლავის ვენტრალუ­რი კედლის შემადგენლობაში) და ვისცერული მეზოდერმისაგან სისხლ­ძარ­ღვებით. ფუნქციონირებს როგორც სისხლძარღვების გამტარი, რომელიც ამავე დროს სეროზულ გარსთან ერთად უზრუნველყოფს სუნთქვის, აგრეთვე გამოყოფის პროცესებს. (აქედან კიდევ ერთი სახელ­წოდება „საშარდე პარკი“). ადამიანის ჩანასახში ალანტოისი წარმოი­ქმნება ემბრიოგენეზის მე – 16 – მე – 17 დღეს მკვრივი ეპითელური ჭიმის სახით ყვითრის პარკის კაუდალური უბნიდან. მოგვიანებით ამ უჯრედულ ჭიმში ვითარდება სანათური. ადამიანის ჩანასახში ალანტოისი განუ­ვითარებელი რჩება. რედუქციის შემდეგ ჭიმი ჭიპლარის შემადგენლო­ბაშია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.