ალერგოლოგია

ალერგოლოგია – (ალერგია და ბერძნული logos – მოძღვრება), ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების, მათი განვითარების მექანიზმის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება. XX ს. დასაწყისში ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლის პრობლემებით მრავალი მეცნიერი იყო დაინტერესებული. აღსანიშნავია შ. რიშეს (1902), მ. ართიუსის (1903), თ.სმითის (1904), გ.სახაროვის (1905) დაკვირვებები კლინიკურ პათოლოგიასა და იმუნოლოგიაში.

კერძოდ, გამოკვლევები ადგილობრივი და ზოგადი ანაფილაქსიის შესახებ 1905 ავსტრიელმა ექიმმა კ.პირკემ ბ.შიკთან ერთად აღწერა ორგანიზმის მომეტებული მდრძნობელობა დიფთერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატისადმი და მას შრატისმიერი ავადმყოფობა უწოდა, ხოლო 1906 ამის საფუძველზე ბიოლოგიასა და მედიცინაში შემოიტანა ალერგიის ცნება.

ალერგოლოგიის განვითარებას სსრ კავშირში ხელი შეუწყო რუსი მეცნიერების ა. ბეზრედკას, ა. აბრიკოსოვის, ნ. სიროტინინის, ა. ზდროდოვსკის, ა. ადოს გამოკვლევებმა. ალერგოლოგია მჭიდროდ უკავშირდება მედიცინის ყველა დარგს, განსაკუთრებით – იმუნოლოგიას, ჰიგიენას, კლინიკური დისციპლინებიდან კი თერაპიას, პედიატრიას, დერმატოლოგიას, ინფექციურ სნეულებებს და სხვ. სსრკ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში ალერგოლოგიის საკითხები ისწავლება პათოფიზიოლოგიის, პათანატომიის, მიკრობიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, შინაგან სნეულებათა, კანის დაავადებათა და სხვ. დისციპლინების სპეც. კურსის გავლისას. 1964 – იდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში იკითხება ალერგოლოგიის სპეც. კურსი.

1967 რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან შეიქმნა ალერგოლოგიის ლაბორატორია. ბოლო 1973 – დან განყოფილება. 1961 – იდან ალერგოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკულ პრობლემებზე მუშაობს სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ლაბორატორია. თანამედროვე ალერგოლოგია იყენებს ავადმყოფთა გამოკვლევის კლინიკურ – იმუნოლოგიურ (კანისა და სეროლოგიური ტესტები), პათოფიზიოლოგიის და პათოქიმიის (შინაგან ორგანოთა გუნქციის შესასწავლი, სისხლში ჰისტამინისა და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დასადგენი და სხვ. სინჯები) მეთოდებს გ.გურგენიძე [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.