ალერგია

ალერგია – ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რაიმე ნივთიერებისადმი – ალერგენისადმი (ერთის ან რამოდენიმესადმი). იგი უდევს საფუძვლად ალერგიულ დაავადებებს (მაგ. ბრონქული ასთმა, თივის ცხელება, ალერგოდერმატოზები და სხვ.). იმუნური პასუხის ფორმა, რომელიც გამოწვეულია, რომელიმე ანტიგენის (ალერგენი) მიმართ მაღალი მგრძნობელობით.


ალერგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ალერგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ომეგა-3 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ დაუყოვნებელი და დაყოვნებული (ამ შემთხვევაში, ალერგენის მოქმედებიდან, რეაქცია ვითარდება რამდენიმე საათის და დღის შემდეგ) ტიპის ალერგიულ რეაქციებს. ტერმინი “ შემოთავაზებული იყო კ. პირკეს და ბ. შიკის მიერ 1906 წელს. მემკვიდრული წინასწარგანწყობის,  ალერგიული დაავადების აღსანიშნავად ხშირად იყენებენ ტერმინს „ატოპია“. (2)

ალერგიაიმისდა მიხედვით, თუ რა იწვევს ალერგიულ რეაქციას და რა გზებით ხვდება ალერგენები ჩვენს ორგანიზმში, ალერგია შეიძლება იყოს:

ალერგენი არის ანტიგენი, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს მის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში. მეცნიერულად, ალერგენი არის ანტიგენი, რომელსაც შეუძლია I ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სტიმულირება ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ადამიანებში იმუნოგლობულინის E (IgE) პასუხების მეშვეობით.

ძირითადად, საკვები ალერგენებ არის ცილები, რომლებსაც ალერგიით დაავადებული ადამიანების იმუნური სისტემა შეცდომით საზიანოდ მიიჩნევს. ჩვეულებრივ, კვებითი ალერგია არის IgE შუამავლობით, რაც ნიშნავს, რომ სხეული აწარმოებს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, რომლებიც სპეციალურად მიზნად ისახავს გარკვეული საკვების ცილებს.


ალერგიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤧 ალერგია – ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა რაიმე ნივთიერებისადმი – ალერგენისადმი
📌 განარჩევენ:
➡️ დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია;
➡️ დაყოვნებული ალერგიული რეაქცია – რეაქცია ვითარდება ალერგენის მოქმედებიდან რამდენიმე საათის და დღის შემდეგ
🔎 იმისდა მიხედვით, თუ რა იწვევს ალერგიულ რეაქციას და რა გზებით ხვდება ალერგენები ჩვენს ორგანიზმში, ალერგია შეიძლება იყოს:
✔️ საკვებზე;
✔️ წამლებსა და კოსმეტიკაზე;
✔️ ვაქცინაციაზე;
✔️ მწერების ნაკბენებზე;
✔️ ცხოველებზე;
✔️ მტვერზე;
✔️ ფოტოდერმატიტი;
✔️ ალერგია ორსულობის დროს
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3QoqycF
#ალერგია #ალერგიულირეაქცია #რაარისალერგია #ინფექცია #ჟანგბადისნაკლებობა #ჰიპოქსია #გულისდაავადებები #საჭმლისმომნელებელისისტემისდაავადებები #კერატინისმომატებულირაოდენობა #რაიწვევსალერგიას #საკვებისმიერიალერგია #ფოტოდერმატიტი #ალერგიაორსულობისდროს #ალერგიისსიმპტომები #სეზონურიალერგია #ალერგიასაკვებზე #ალერგიაწამლებზე #ალერგიაკოსმეტიკაზე #ალერგიამტვერზე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე


გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

იხილეთ აგრეთვე:

  1. თვალის ალერგიები
  2. ალერგიები კბილის პროტეზზე
  3. ალერგიული დაავადებების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი