სახნისი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ქალას ჩონჩხი. სახნისი Vomer

სახნისი – vomer წარმოადგენს კენტ, ოთხკუთხა, თხელ ფირფიტას; იგი წარმოქმნის ცხვირის ძგიდის უკანა ნაწილს. სახნისის ზემო კიდე შედარებით სქელია და გაყოფილია ორ ფრთად, ე. წ. სახნისის ფრთებად – aloe vomeris,  და ეყრდნობა სოლისებრი ძვლის სხეულის ქვემო ზედაპირს. ძვლის უკანა კიდე თავისუფალი, წაწვეტებულია და ცხვირის ღრუს უკანა გასავალს ყოფს ორ ფართო ხვრელად, რომელთაც ქოანებს – choanae უწოდებენ. სახნისის წინა და ქვემო კიდეები ხორკლიანია; ქვემო კიდე უერთდება სასის ძვლისა და ზედა ყბის ცხვირისეულ ქედს – crista nasalis, ხოლო წინა კიდე ზევიდან უერთდება ცხავის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტას – lamina perpendicularis, ქვევიდან – ცხვირის ძგიდის ხრტილოვან ნაწილს.

გვერდ–სტატიის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია, ლევან შენგელია, (1998 წლიდან), მანანა კიკნაძე (2006 წლიდან), ამირან დათეშიძე (2006 წლიდან), ვასილ შენგელია (2006 წელს), თამარ პაპავა (2008 წლიდან). 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.