ალტერაცია

ალტერაცია – (გვიანდელი ლათ. alteracio – შეცვლა) ბიოლოგიაში, უჯრედის, ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა მექანიკური, თბური, ელექტრული, ქიმიური და სხვ. დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედებით. ვითარდება თანდათანობით. გამოვლინების ადრეულ საფეხურზე ალტერაცია შეუქცევადია, მაგრამ დამაზიანებელი აგენტის ხანგრძლივ მოქმედებას შეიძლება უჯრედისა და ქსოვილის კვდომა მოჰყვეს. ალტერაციით გამოწვეული სტრუქტურული დარღვევა დაკავშირებულია უჯრედის კოლოიდების მდგომარეობის შეცვლასთან. აგზნებადი ქსოვილების (ნერვული, კუნთოვანი) ალტერაცია აგზნებადობის შეცვლას იწვევს. ამასთან, იმის გამო, რომ ალტერირებული უბნების უჯრედის მემბრანაში იონების განვლადობა გაზრდილია, ჩნდება ე. წ. დაზიანების პოტენციალი, რაც დაზიანების დენს წარმოშობს. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook