ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება. ხასიათდება: კლინიკურად: – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად – ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით, ქერქის სხვადასხვა ნაწილებში სენილური ბალთებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების ფორმირებით. ვლინდება 40 წლის შემდგომ ასაკში. დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ – თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით. ავადმყოფები სულ უფრო უმწეონი ხდებიან. პირველი სიმპტომების გამოჩენიდან ლეტალურ გამოსავლამდე საშუალოდ გადის 8 წელი. დიაგნოსტიკა საჭიროებს სხვა დაავადებების გმორიცხვას.
Viewed 1286 times by 381 viewers


