ამნიონიტი

ამნიონიტიამნიონის დაინფიცირება და ანთება. ხშირად დაკავშირებულია დედის ორგანიზმში ინფექციის არსებობასთან, განსაკუთრებით ე.წ. გენიტალური ინფექციებთან (ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეპლაზმა, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი და ა.შ.).

ამნიონიტი (аmnionitis) – ამნიონის ანთება; იწვევს ნაწიბურებისა და შეხორცებების ფორმირებას, რაც ხელს უშლის ნაყოფის განვითარებას. ამნიონიტის ეტიოლოგია, როგორც წესი, ინფექციური ხასიათისაა. ამნიონიტი ჩვეულებრივ ვითარდება ორსულობის შუა, ან მეორე ნახევარში.

ამნიონიტი კლინიკურად ვლინდება წყალუხვობით (მწვავე ან ქრონიკული), მტკივნეული შეგრძნებებით მუცელში, ზოგადი სისუსტით, ქოშინით, შეშუპებით, საშვილოსნოს ზომის შეუსაბამობით გესტაციურ ვადასთან. აუცილებელია მრავალნაყოფიან ორსულობასთან დიფერენცირება.

მკურნალობას რაც შეეხება, ქრონიკული მიმდინარეობის ამნიონიტის დროს, ქრონიკული წყალუხვობისას – ჩვეულებრივ კონსერვატიულია (ანტიბიოტიკები, სინთეზური ანტიმიკრობული საშუალებები, დიეტა და სხვა). მწვავე წყალუხვობით გამოხატული ამნიონიტი, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევისა და ორსულის სუნთქვის დარღვევისას, ორსულობის შეწყვეტის პირდაპირი ჩვენებაა.


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ამნიონიტი – (amnionitis; ამნიონი + – იტი) ამნიონის ანთება, რაც იწვევს ნაწიბურების წარმოქმნას, რომელიც აფერხებს ნაყოფის განვითარებას.

გაფრთხილება!

♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა