ამოვარდნილობა

ამოვარდნილობა – (ტრავმ.) განასხვავებენ შეძენილ (ტრავმული, პათოლოგიური, ჩვეული) და თანდაყოლილ ამოვარდნილობებს. ტრავმული ამოვარდნილობა წარმოადგენს ძვლის სასახსრე ბოლოს მყარ ცდომას მისი ნორმალური მოძრაობის საზღვრებიდან, რასაც ხშირად თან ახლავს კაფსულის, იოგების გაგლეჯა და ძვლის სასახსრე ბოლოს გამოსვლა სასახსრე აბგიდან. პათოლოგიური ამოვარდნილობა განპირობებულია ერთი, ან ორივე შენაწევრებული ზედაპირების, პარაარტიკულური ქსოვილების დაზიანებით პათოლოგიური პროცესების შედეგად (სიმსივნე, ტუბერკულოზი, ოსტეომიელიტი, ოსტეოდისტროფია, ოსტეოქონდროპათია, სინოვიური პროცესები და ა. შ.).

ტრავმული ამოვარდნილობა შესაძლოა გახდეს ჩვეული (მაგ. მხრის ჩვეული ამოვარდილობა). ამოვარდნილობა განისაზღვრება დისტალური ძვლის მიხედვით, რომელიც მონაწილეობს სახსრის წარმოქმნაში. გამონაკლისია მალების, ლავიწის აკრომიალური ბოლოს და იდაყვის ძვლის თავის ამოვარდნილობები, როდესაც ლაპარაკობენ უშუალო ამოვარდნილ სეგმენტზე.


Share this...Share on Facebook
Facebook