ალვეოლური ჰაერი

ალვეოლური ჰაერი – ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვის ალვეოლებში დარჩენილი აირების (უმთავრესად ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტისა და წყლის ორთქლის) ნარევი. მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული ფილტვის კაპილარების სისხლში ჟანგბადის გადასვლა, იქიდან ნახშირორჟანგის გამოყოფა და სუნთქვის რეგულაცია. ატმოსფერულ ჰაერთან შედარებით ალვეოლურ ჰაეში ჟანგბადის რაოდენობა ნაკლებია, ნახშირორჟანგისა – მეტი.

ადამიანის ალვეოლური ჰაერი 14 – 15% ჟანგბადსა და 5 – 5,5% ნახშირორჟანგს შეიცავს. ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის უკმარობისა და ზოგიერთი ავადმყოფური მდგომარეობის დროს იცვლება ალვეოლური ჰაერის შედგენილობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.