ალისას ნიშანი

ალისას ნიშანი – მოზრდილებში – ბარძაყის ძვლის დიდ ციბრუტსა და თეძოს ქედს შორის ბარძაყის განიერი ფასციის რელაქსაცია, რომელსაც ადგილი აქვს ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს. ამ ნიშნის გამოსავლენად საჭიროა თითები მოვათავსოთ თეძოს ქედსა და ბარძაყის ძვლის დიდ ციბრუტს შორის და დავაწვეთ ქვევით. თუკი თითები ღრმად ქვევით ჩავიდა, ეს ადასტურებს ალისას ნიშნის არსებობას. ბავშვებში ალისას ნიშანი ვლინდება ბარძაყის ამოვარდნილობის დროს. ამისათვის საჭიროა ჩვილი დავაწვინოთ ზურგზე, მენჯი დავიჭიროთ ჰორიზონტალურად, ორივე ფეხი დავაფიქსიროთ მუხლებში მოხრილ მდგომარეობაში, ხოლო ტერფები ბარძაყის დონეზე; იმ შემთხვევაში, თუკი მუხლები აღმოჩნდებიან სხვადასხვა დონეებზე, იმ ფეხში, რომლის მუხლიც უფრო მაღლაა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბარძაყის ამოვარდნილობას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი