ალკალოზი

ალკალოზი – (არაბ. Algilj – ტუტე), ორგანიზმის ტუტე – მჟავური წონასწორობის დარღვევა; სისხლსა და ქსოვილებში ტუტეთა კათიონების დაგროვება. ალკალოზი შეიძლება გამოიწვიოს სისხლში CO2 – ის რაოდენობის შემცირებამ ფილტვების ჰიპერვენტილაციის (სიმაღლის ავადმყოფობა, გულხუთვა და სხვ.) დროს, აგრეთვე ტუტეების სიჭარბემ ან მჟავების დიდი რაოდენობით დაკარგვამ, რის გამოც დიდდება სისხლში ბიკარბონატების შემცველობა. ასეთი სახის ალკალოზი აღინიშნება ძლიერი პირღებინების, სოდის ჭარბად მიღების, რენტგენის სხივებით ხანგრძლივად დასხივებისა და სხვ. დროს. ახასიათებს შენელებული მაჯისცემა, თავბრუ, ნერვულ – კუნთოვანი აგზნებადობა, კრუნჩხვები და ა. შ. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი