ალპური სარტყელი

ალპური სარტყელი – ბუნებრივი, მთა – მდელოს ტიპის ლანდშაფტით მდიდარი სარტყელი სუბალპურ და ნივალურ სარტყლებს შორის, ზომიერი და სუბტროპიკული განედის მთებში. ალპურ სარტყელში მაღალმთიანეთის ცივი ჰავაა, ხანგრძლივად დევს თოვლის სქელი საფარი. მზის რადიაცია ინტენსიურია, ხარობს ბალახოვანი და დაბალბუჩქოვანი მცენარეულობა. ტიპობრივად გამოხატულია ალპის, კავკასიონის, ჰიმალაისა და კარპატის მთებში; ალპის მთებში და დასავლეთ კავკასიონზე 2200 – 3000 მ სიმაღლეზეა, ჰიმალაის დასავლეთ კალთებზე – 3600 – 5000 მ – ზეა. საზაფხულო საძოვრებია. [“1”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი