ამბლიოპია დისბინოკულური

ამბლიოპია დისბინოკულური – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული ცვლილებების გარეშე. ეტიოლოგია. ბინოკულური მხედველობის დარღვევა შეუღლებული სიელმის დროს. პათოგენეზი. ცენტრალური მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ფიქსაციის ხშირი დარღვევა. სათვალით მხედველობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. აღნიშნული დარღვევები თანდათანობით იძენენ სულ უფრო მყარ, რიგ შემთხვევებში შეუქცევად ხასიათს. ობიექტურად რაიმე ცვლილებები გარდამტეხი გარემოსა და თვალის ფსკერის მხრივ არ აღინიშნება. დიაგნოზი ეფუძნება მხედველობის სიმახვილის სხვა მიზეზების გამორიცხვას. მკურნალობა. მუდმივად და ხანგრძლივად (არანაკლებ 4 თვისა) წამყვანი თვალის გამოთიშვა. თვალის ვარჯიშები. პროგნოზი. ცენტრალური ფიქსაციის დროს დროული მკურნალობა, როგორც წესი, იწვევს მხედველობის სიმახვილის მომატებას. არაცენტრალური ფიქსაციის დროს ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი