ამებები

ამებები – (amoebae ბერძნ.amoiba – ცვლილება) ერთუჯრედიანი ორგანიზმები უმარტივესთა ტიპიდან. ისინი შედგება ციტოპლაზმისა (ორგანოიდებით) და ბირთვისაგან (ზოგჯერ ორი). ამებებს ახასიათებს თავიანთი სხეულის მოხაზულობის დიდი ცვალებადობა ფსევდოპო­დიების წარმოქმნასთან დაკავშირებით, რომლებიც გადაადგი­ლებისა და საჭმლის ნაწილაკების წატაცების საშუალებაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი